„გუდვილის“ არომატული თერაპია;))))))))))))) (ანუ რატომ მიწევს გული „გუდვილისკენ“!) სუნი ჩვენთვის ინფორმაციის 10% -ს წარმოადგენს. დანარჩენ ამბავს – 90% თვალით და მოსმენით ვიგებთ. რამდენიმე წლის წინათ გერმანიაში მაღაზიების „დადუხვა“ დაიწყეს და შედეგმაც არ დააყოვნა. 20%-ით მეტი პროდუქტი გაიყიდა.2004 წელს ამერიკელებმა ლინდა ბაკმა და რიჩარდ აქსელმა ნობელის პრემია მიიღეს და დაამტკიცეს, რომ სუნი მოქმედებს არა მხოლოდ ემოციაზე, … ვრცლად

გურული არდადეგები;))

აქ ხშირად წვიმს და ყველაფერი მწვანეა. საღამოობით კი, ყველაფერი მუქდება და მთელი დედამიწა ხდება ქლიავისფერი – როგორც გალაკტიონის “გურიის მთებში”. უცნაური მიწაა – სველი და გრილი, მლაშე და ტკბილი ერთდროულად, დაფნის ბუჩქივით ხასხასა იუმორით გაჯერებული, ხშირად ცინიკური, აჩაქრებული კადრივით სასაცილო და ამავე დროს სევდიანია გურია… მიუხედავად ამდენი იუმორისა, მივხვდი – მხოლოდ აქ, და არა დიდ … ვრცლად გურული არდადეგები;))

როგორ და რატომ ვწერ კულინარულ წიგნს?

 

                                                                                                                           

                                                                                                                 ახლა ჩემს მაგიდაზე უამრავი წიგნია და რვეული. ისტორია, ბოტანიკა, ქიმიის კრებული, კულინარული ლექსიკონი, ლათინური ტერმინების დიდი ტომი და ა.შ…. (2012 წლის) აგვისტოა და ზუსტად ვიცი, რომ ამ ყველაფრის წერას ცოტაზე დიდ და დიდზე ცოტა დროს მოვანდომებ…

ჩამითრია. მეგონა – მარტივად, რეცეპტებით ამოვწურავდი ჩემს კულინარულ ამბებს, მაგრამ ვერა… ბიბლიოთეკაში ჩამამწყვდია…  ახლა ყველა რეცეპტს სხვა თვალით ვუყურებ, მეტი პასუხისმგებლობით და მეტი მონდომებით.

ყოველ რეცეპტს ამოცანასავით ვუყურებ – რას უდრის იქსი? ანუ მხოლოდ ინგრედიენტების ჩამომწკრივება – უაზრობად მიმაჩნია, რეცეპტი – მიზანია, მაგრამ ამ მიზნამდე მისაღწევი გზა – კვლევის ობიექტი.

ტერმინები, ახალი სიტყვები, თარგმანი – რაც ასეთი დიდიიიიიიიი პრობლემაა ქართულ კულინარულ ენაში, შედარებები და გააზრება, სხარტად დაწერილი და არა მომაბეზრებელი რთული თანწყობილი წინადადებებით აგებული რეცეპტები…

კულინარიული წიგნის წერა რომანზე რთულია – რომანში რასაც გსურს, იმას იგონებ, არავის ეკითხები როგორები იქნებიან შენი გმირები, რას ჩაიცმევენ და რითი დანაყრდებიან…

კულინარულ წიგნში ყველა დეტალი გარკვეულია  და ყველა ცრუ მოძრაობა – სახიფათო;)))

და რატომ ვწერ? იმიტომ, რომ კულინარული წიგნი ჩემთვის და ჩემი ახლობლების ბიოგრაფიის, განწყობის, მოგონებების და ემოციების დიდი სკივრია, სადაც ტკბილი თუ სევდიანი შეხვედრების, მეგობრობის, ტკივილის თუ ბედნიერების ფილოსოფიური საიდუმლო იმალება… მე მინდა ეს საიდუმლო ამოვხსნა, გავარკვიო – რა უფრო მძაფრია – შეხება თუ არომატი?

ყოველ დღე ვუკირკიტებ წიგნებს და მიხარია, რომ ჩემს ახალ საქმეს – თაფლის და შემწვარი ვაშლის სასიამოვნო სურნელი აქვს – სიცოცხლის, მომავლის და ახალი თავგადასავლების გემო…

პ.ს.  რატომ ეძებთ ახალ რეცეპტებს? მე მიფიქრია – ყოველი ახალი კერძი ახალი საღამოს, ჩანგლების რაკუნის, ჭიქების ჭახუნისა და ახალი ემოციების საბაბია… და არა ნაყროვანების არომატული ცოდვა;))))

ესმა ვრცლად “როგორ და რატომ ვწერ კულინარულ წიგნს?”

ქლიავის ნამცხვარი თხილის ცომით!

მე ვაღიარებ, რომ ხილის ნამცხვარი – ნამცხვართმეფეა;)) მარწყვი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, გარგარი, შავი ქლიავი და ა.შ. სეზონური ხილის ნამცხვარი – მასპინძლის სახელია… შაბათ-კვირა – მომჟავო, ჯანსაღ, ვიტამინების იისფერ წყაროს – შავ ქლიავს მივუძღვნათ;))) ქლიავი ერთია და რეცეპტი მილიონი. მარტივიდან დაწყებული – ურთულესი რეცეპტებით დამთავრებული. რეცეპტების გამოგონება არ არსებობს, რეცეპტები მაგონებს გენიოსი პროფესორის – რუბიკის კუბს, … ვრცლად ქლიავის ნამცხვარი თხილის ცომით!

ჭერმის ტყემალი;))) სუპერ;)))))))))))

დღე არ გავა ინდოეთში ჩატნი არ მოამზადონ, დღე არ გავა ჩატნი ან არ მოხარშონ ან ცოცხლად არ ჩანაყონ… ჩატნი –  ბოსტნეულის ან ხილისგან მომზადებული სანელებელია, ჩვენი ტყემლის სისხლით ნათესავი, ხან ძალიან მწარე, ხან ტკბილ-მწარე, ხატ ტკბილი ან სულაც ბოლომდე – მურაბა;))) ინდოელების სამზარეულოს მზეა ჩატნი – მარტივ საუზმესაც ჩატნით მიირთმევენ და მდიდრულ სუფრებზეც ჩატნია წამყვანი … ვრცლად ჭერმის ტყემალი;))) სუპერ;)))))))))))